weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში ელჩი ჩავიდა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

14:09 ორშაბათი, 17 აგვისტო 2020

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამთავრობო თვითმფრინავით, რომელიც გუშინ, 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკის მიმართულებით გაფრინდა, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ იმგზავრა.

სამინისტროს განმარტებით, ელჩი 6 აგვისტოდან საქართველოში იმყოფებოდა და „ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში“.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.

ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.

ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად. იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამაც დაადასტურა, რომ მინსკში ელჩი გაემგზავრა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 აგვისტოს, როდესაც ბელარუსის დედაქალაქში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა, სამთავრობო თვითმფრინავი მინსკში ჩაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი უკან, თბილისში დაბრუნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო ცნობა იმის თაობაზე, რომ ბორტზე სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეზიდენტს გუშინ თბილისიც კი არ დაუტოვებია.

„მთავარი არხის“ ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავით ელჩის გარდა კიდევ შვიდმა ადამიანმა იმგზავრა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა არხთან ინტერვიუში განაცხადა, ხელისუფლების განმარტება დამაჯერებელი არ არის. მისი აზრით, სწორი იქნება, თუ წარმოადგენენ დოკუმენტს, რომელიც თვითმფრინავის მგზავრების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, უცნაურია, რომ საქართველოს ელჩმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შვებულება აიღო და საქართველოში იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]