weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ლელომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

10:56 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სია წარადგინა.

პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა: გიორგი თავართქილაძე (ფინანსისტი ეკონომისტი), ვაჟა დარჩია (სამოქალაქო აქტივისტი), მაკა ცინცაძე (იურისტი), მიხეილ ქავთარაძე (საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ), გიორგი დარჩია (არქიტექტორი), ზვიად დიასამიძე (ისტორიკოსი), ეკა დავითაძე (განათლების სერტიფიცირებული ტრენერი), გოჩა ჟღენტი (აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე), რაულ პაქსაძე (ექიმი-ტრავმატოლოგი), საბრი ბრუნჯაძე (ფსიქოლოგი), ივანე ფირცხალაიშვილი (ეკონომისტი), დავით მამულაძე (ექიმი-ალერგოლოგი), გულნარა აბაშიძე (ექიმი), გენადი თებიძე (იურისტი) და მერაბ აბაშიძე (განათლებით ფილოსოფოსი).

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმით მოდის და არის ძალა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

„ეს არის ძალა, რომელიც შექმნის და განავითარებს მძლავრ საზღვაო ინდუსტრიას, ბათუმს აქცევს საზღვაო ცენტრად, საფუძველს ჩაუყრის ქართულ გემთმშენებლობას.

„ლელო“ არის ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ ექსპორტს და განავითარებს ადგილობრივ წარმოებას - აჭარულ თამბაქოს, კარტოფილს თუ ციტრუსს და გაუხსნის გასაღების ახალ ბაზრებს.

„ლელო“ არის ძალა, რომელიც დადებს ბათუმის სწორი ურბანული განვითარების გეგმას, შეწყვეტს ქაოტურ მშენებლობას და ქალაქს დაუბრუნებს განსაკუთრებულ სულსა და სილამაზეს; „ლელო“ არის ძალა, რომელიც ქალაქს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრად აქცევს, რადგან არ შეიძლება, ბათუმი კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის ქალაქი იყოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ უკვე წარდგენილი ჰყავს სამი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომლებიც ახალი მოწვევის პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად იბრძოლებენ – ბათუმში კენჭს იყრის ირაკლი კუპრაძე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონებში – ჯამბულ ხოზრევანიძე, ხოლო ქობულეთის რაიონში – პაატა ცივაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]