weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალში დე ფაქტო შს მინისტრს, იგორ ნანიევს თავს დაესხნენ

11:49 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურებრივ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს „ნივაში“ ნანიევიც იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავდა.

შემთხვევა ცხივალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, 17 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. ე.წ. პროკურატურის განცხადებით, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ავტომობილის მიმართულებით მიტოვებული სახლიდან ისროლეს. მათივე ცნობით, ავტომობილს ერთი ტყვია მოხვდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე და 222-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფო მოხელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას და ასევე, უკანონო იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]