weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ოპოზიცია თბილისის ორი ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა

12:56 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის დარჩენილ ორ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. გარდა ამისა, პარტიებმა ხმების დაცვის შესახებ დეკლარაცია მიიღეს.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში კენჭს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყრის.

ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს.

საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება ყველა ხელისუფლებასთან დაუცხრომელი მებრძოლი ირაკლი ოქრუაშვილი და დარწმუნებული ვართ, რომ მას იქ გამარჯვება ელოდება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომლის აქტიურობითაც ყოველთვის მოხიბლულები ვართ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

თბილისის რვა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის კანდიდატები არიან: ელენე ხოშტარია (ვაკე), ნიკა მელია (გლდანი), გიორგი ვაშაძე (ისანი), ლევან ხაბეიშვილი (სამგორი), შალვა შავგულიძე (მთაწმინდა-კრწანისი), შალვა ნათელაშვილი (ნაძალადევი), ირაკლი ოქრუაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჯაფარიძე (დიდუბე-ჩუღურეთი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]