weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე წინ უნდა დადგეს – NDI

23:54 ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2020

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის პრეზიდენტის, დერეკ მიტჩელის განცხადებით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და გზა გაუხსნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. 

თუმცა, ბოლო რეფორმების მიუხედავად, რამდენიმე საკითხი კვლავ რჩება შეშფოთების საგნად. შემდგომი რეფორმების გარეშე, პოლარიზაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. 

ეს, თავის მხრივ, ქვეყანას გარე ჩარევების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენონ. საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარების კურსი საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, – განაცხადა დერეკ მიტჩელმა.

მისივე თქმით, NDI სრულად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს და ამ სულისკვეთებით შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები:

„არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კანონი და რეგულაცია;

არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს საშუალება უნდა მიეცეთ, ჩარევისა და დაშინების გარეშე შეასრულონ საკუთარი საქმე;

პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული საარჩევნო პროგრამები უნდა შეიმუშაონ;

კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას, ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს. პარტიებმა უნდა შეიმუშაონ ინკლუზიური პროგრამები, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ასევე, უნდა მოხდეს მათი კანდიდატების სიაში ჩართვა;

პარტიებმა და კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა გააკეთონ;

ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან, ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული;

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, Facebook-მა, YouTube-მა და სხვა ონლაინ პლატფორმებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლონ. Facebook-მა დროულად უნდა უპასუხოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიაზციების მიერ წამოჭრილ საკითხებს, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევებს უკავშირდება. ასევე, აღკვეთოს მიკროტარგეტირება და გააუმჯობესოს ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი იარლიყების სისტემა“.

დერეკ მიტჩელის განცხადებით, NDI საარჩევნო გარემოს მონიტორინგს გააგრძელებს და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ყურადღებით დააკვირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]