„ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემად. განსაკუთრებით ონკოდაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ იქ არ იყო მეოთხე ეტაპი. იყო პრობლემა როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს უწევდათ ჯიბიდან გადახდა მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე. დღეს უნდა ვიმსჯელოთ და აქაც დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8000 ლარით გაზრდის თაობაზე.
ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, ექნება შესაძლებლობა სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერსა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ უკვე სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის ინფორმაციით, ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.
ამ თემაზე:
ონკოპაციენტები ახალი თაობის პრეპარატებისთვის 8 000 ლარის დაფინანსებას მიიღებენ