weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დევი ჭანკოტაძე და გიორგი კაპანაძე ენმ-მ მაჟორიტარობის კანდიდატებად დაასახელა

16:48 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი დევი ჭანკოტაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

ჭანკოტაძის გარდა, ცნობილი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ სამი კანდიდატის ვინაობა – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში კენჭს ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე იყრის, გორსა და კასპში – ბადრი ბასიშვილი, ხოლო ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის ოლქში – ვაჟა ჩიტაშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია საკუთარ Facebook-გვერდზე პარტიის ლიდერმა ვანო მერაბიშვილმა გამოაქვეყნა.

აქამდე პარტიას ოთხი კანდიდატი ჰყავდა დასახელებული: თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველია, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის – ლევან ბეჟაშვილი, ქუთაისში კენჭს გრიგოლ ვაშაძე იყრის, ხოლო რუსთავში – დავით კირკიტაძე.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატი შევა. პარტია, რომელიც 1%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, ვერ შეძლებს პარლამენტში თავისი წარმომადგენლების შეყვანას. თუ პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას ვერ მოახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]