weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობამ რაჭაში პროექტი „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ წარადგინა

17:12 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

ამბროლაურში მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მეწარმეებსა და ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ დეტალური ინფორმაცია მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

პროექტი ითვალისწინებს ერთიანი სივრცეების შექმნას საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში მოქალაქეები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ. პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ბიზნესის სტიმულირების 20-ზე მეტი პროგრამის შესახებ დისტანციურად, ან ადგილზე ისარგებლებენ ინფრასტრუქტურით და შეძლებენ, შეავსონ განაცხადები. ამაში მათ სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.

„მინდა ყველას, განსაკუთრებით მცირე, მიკრო და პოტენციურ მეწარმეებს, ვისაც სურს ჩვენს პროგრამებში ჩართვა, მივულოცო ამ პროექტის დაწყება. ეს არის ძალიან ეფექტური ინიციატივა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 600-მდე მცირე საწარმო და მცირე და საოჯახო სასტუმრო შეიქმნა და 19 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა, ხოლო მიკროგრანტების მიმართულებით კი 6 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა და 15 ათასამდე ადამიანი დასაქმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ პორტალზე - programs.gov.ge განტავსდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]