weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

„აფხაზეთის ეკლესიამ“ ირმა ინაშვილის ნაჩუქარ ხატზე უარი თქვა

11:54 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ არ მიიღებს ქართველი დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ხატს და მას უკან დააბრუნებს.

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს ქართველი დეპუტატების მიერ აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოტანილ ხატს, რომელიც ქართული ეკლესიისგან საჩუქრად გადაეცა ილორის ტაძარს, და მას უკან აბრუნებს.

ეს მისია განხორციელდა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეტყობინების გარეშე. მსგავსი ქმედებები დაუშვებელია მანამ, ვიდრე ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „საქარტთველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და პარლამენტის დეპუტატები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდნენ და ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი გადასცეს.

ქართველი დეპუტატების ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველმა და პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარემ, ლაშა საქანიამ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების აფხაზეთში შესვლა მისი ორგანიზებული იყო. საქანიას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისში მას რუსეთის ფედერაციიდან ძველმა მეგობრებმა მიმართეს და ილორის ტაძრისთვის საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის  გადაცემაში დახმარება სთხოვეს. ლაშა საქანიას ინფორმაციით, მის მეგობრებს დახმარება „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურვმა სთხოვა.

„ეს იყო ჰუმანიტარული აქცია ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადმოცემის შემდეგ ხალხმა ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა“, – ამბობს საქანია.

მისივე თქმით, ვიზიტის შესახებ არ აცნობა არც გალის რაიონის ხელმძღვანელს და არც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ ღონისძიებისთვის რაიმე ოფიციალური სტატუსი არ მიენიჭებინა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრის გამო კრიტიკის შემდეგ ლაშა საქანია ასლან ბჟანიას მრჩევლის თანამდებობიდან გადადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]