weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2020

სააკაშვილს საზღვარზევე დაკავება და ქართული საპატიმრო ელოდება – თეა წულუკიანი

15:57 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020 hits 250

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, საზღვარზევე დააკავებენ. წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

„ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს, თითქოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს, როდესაც საპატიმროში იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ შვიდი წელი საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას. სააკაშვილი მიმართავს ხალხს და ბოდიშს უხდის შეცდომების გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]