„ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს, თითქოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს, როდესაც საპატიმროში იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ შვიდი წელი საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას. სააკაშვილი მიმართავს ხალხს და ბოდიშს უხდის შეცდომების გამო.