weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საპროტესტო აქციის შემდეგ ცხინვალში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

13:49 შაბათი, 29 აგვისტო 2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ პუხაევმა განაცხადა, რომ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ვითარებას აკონტროლებენ.

გუშინ, 28, აგვისტოს, ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული 28 წლის მამაკაცის გარდაცვალებას მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცენტრალურ მოედანზე აქციის მონაწილეები დილამდე დარჩნენ. მათ მოთხოვნას ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომის თაობაზე დე ფაქტო პარლამენტი დღეს განიხილავს. თანამდებობები უკვე დატოვეს ე.წ. მთავრობის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მათ შორის, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ ნანიევმა.

28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც იგორ ნანიევის სამსახურებრივი ავტომობილის დაცხრილვის საქმეზე 27 აგვისტოს დააკავეს, 28 აგვისტოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც გარდაცვლილის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები, სილურჯეები და სავარაუდოდ, ცემის კვალია აღბეჭდილი.

ცხინვალის რეჟიმი ჯერ არ ადასტურებს ვერსიას, რომ ინალ ჯაბიევი აწამეს. დე ფაქტო პროკურატურამ საქმეზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ცხინვალში გამართული აქციის მონაწილეებს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უთხრა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]