weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლევან ვარშალომიძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

12:20 ორშაბათი, 31 აგვისტო 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ის უკრაინიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

„ეს იყო ჩვენი გუნდის ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავმდგარიყავი მაჟორიტარად, შევიდეთ პარლამენტში და უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში იქნება ერთიანი მთავრობა, რომელიც იფიქრებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხზე. დღეს ბრძოლა არის არა თანამდებობისთვის, არამედ ბრძოლა არის საქართველოს გადარჩენისთვის“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ვარშალომიძის თქმით, მას შემდეგ რაც საკარანტინო სივრცეს დატოვებს, გეგმავს თითოეულ ბათუმელს შეხვედეს.

„მთავარია, ხალხს ავუხსნათ, რომ ეს ქალაქი ერთად უნდა ავაშენოთ. ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ეს ჩვენ გაგვიკეთებია და ყველამ დაინახა, 2012 წლის ბათუმი როგორი დავტოვე. ხალხთან საუბრის დროს, ჩვენი ხედვაა ვუთხრათ მათ მომავლის პერსპექტივების შესახებ, რომელიც რეგიონს და მთლიანად ქვეყანას აქვს“, – აღნიშნა ვარშალომიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ლევან ვარშალომიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფინის დროს, 2004-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]