weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობა ბათუმში სპეციალური საკარანტინო ზომების მიღებას არ აპირებს

11:44 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების მიუხედავად, მთავრობა ბათუმში სპეციალური საკარანტინო ზომების მიღებას არ აპირებს.

გახარიას თქმით, როგორც პროგნოზირებდნენ, მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ეპიდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“,
– განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ბათუმში ტურისტების დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, რის გამოც, კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაძლიერდეს როგორც ბათუმის ბულვარში, ისე ქალაქის სხვა წერტილებში.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]