weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

200-ლარიანი დახმარება დღეს დაახლოებით 200 000 ბავშვის დაერიცხება – ლილუაშვილი

16:55 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, 18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, დღეის მდგომარეობით, 857 000 ბავშვის მონაცემი დარეგისტრირდა.

ლილუაშვილის თქმით, დღეიდან უკვე დაიწყო თანხის გაცემის პროცედურა და თითოეულ ბავშვს, შესაბამის ანგარიშზე, რომელიც მისმა მშობელმა, მეურვემ სისტემაში მიუთითა, 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხება.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. დღეს უკვე ჩვენ ვრიცხავთ, დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას. აღნიშნული კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამ, ვიდრე სასწავლო პროცესი დაიწყება. სწორედ ამას უკავშირდება პრემიერის მიერ გაცემული დავალება, ერთ კვირიან ვადაზე. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს, დაიკმაყოფილონ ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებული საჭიროებები. ამასთან, სისტემაში რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, მასაც აუცილებლად ჩაერიცხება მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.

მთავრობამ 18 წლამდე ბავშვების სოციალური დახმარების შესახებ 6 აგვისტოს გამოაცხადა. ერთჯერადად 200-ლარის მისაღებად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge-ზე 15 აგვისტოდან მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]