weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ლელომ“ 4 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

18:05 პარასკევი, 04 სექტემბერი 2020

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთის, სამეგრელოს, ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 4 ოლქში წარადგინა.

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე იქნება. პარტიის ინფორმაციით, ტალახაძე კომერციული ბანკის გენერალური დირექტორი იყო, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა „ქინძმარაულის მარანი“, „ჯივიესი“ და „შატო მუხრანი“. ამჟამად ის საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა.

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი ჭელიძე იქნება.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ლელომ“ ექიმი სოცგარ პუთულიანი დაასახელა.

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კულტურის კვლევების დოქტორი, პროფესორი თამარ ბელქანიაა წარდგენილი.

აქამდე „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 25 საარჩევნო ოლქში ჰყავდა დასახელებული.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]