თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე იქნება. პარტიის ინფორმაციით, ტალახაძე კომერციული ბანკის გენერალური დირექტორი იყო, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა „ქინძმარაულის მარანი“, „ჯივიესი“ და „შატო მუხრანი“. ამჟამად ის საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა.
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი ჭელიძე იქნება.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ლელომ“ ექიმი სოცგარ პუთულიანი დაასახელა.
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კულტურის კვლევების დოქტორი, პროფესორი თამარ ბელქანიაა წარდგენილი.
აქამდე „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 25 საარჩევნო ოლქში ჰყავდა დასახელებული.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.