საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარმოდგენაა, რომელიც პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა ცესკოს თავმჯდომარეს პირველი ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარუდგინოს. ამის შემდგომ დაიწყება პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციის პროცესი.
„რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა“, – განმარტავს ცესკო.