weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ალეკო ელისაშვილმა აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

14:00 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბაიძე იქნება, ხოლო ბათუმის მაჟორიტარად კენჭს პოეტი გენრი დოლიძე იყრის.

ალეკო ელისაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი მასალკინი დაასახელა. მასალკინი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2012-2016, 2004-2008 და 1991-1996 წლებში.

„ცოდნა, შრომა და პატიოსნება – ეს არის სამი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შევარჩიეთ კანდიდატები. გენრი დოლიძე არის პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ის არის გამორჩეული კაცი მთელი საქართველოსთვის და პირველ რიგში, აჭარისთვის. გიორგი მასალკინი იშვიათი გამონაკლისია საქართველოში, როდესაც პოლიტიკოსს აქვს მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება და არის პრინციპული და წესიერი ადამიანი. ის იქნება ბათუმის კანდიდატი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. გიორგი გაბაიძე, რომელიც ახლა სასტუმროში, კარანტინშია გამოკეტილი, იქნება ხელვაჩაურისა და მთლიანი აჭარის კანდიდატი. ის თავად მთილი კაცია, სხალთის ხეობიდან არის. გვიხარია, რომ ასეთი ადამიანების მოტივირებას ვახერხებთ - ადამიანს, რომელსაც თავისი ბიზნესი აქვს, შეიძლება ყველაფერზე უარი თქვას და ჩვენს გვერდით დადგეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]