weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

COVID-19-ის შემთხვევების ზრდა გლობალური ტენდენციაა – მთავრობა

18:38 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის - 45 შემთხვევის გამოვლენის გამო, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ვირუსის გავრცელების ეფექტური პრევენციის ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

„თუმცა უმნიშვნელოვანესია, პროცესი იყოს მართვადი, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე - ქვეყნის ეკონომიკას. ინფიცირების შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, მთავრობა სრულად მართავს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებას“, – განაცხადეს შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების მიერ რეკომენდაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1729 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1321 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]