საპარლამენტო არჩევნებში „მემარცხენე ალიანსი“ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მიიღებს მონაწილეობას. „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
თბილისის სხვა ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდნენ: გლდანი – მერაბ ჭიქაშვილი; ვაკე – ნანა დევდარიანი; სამგორი – გურამ ნიკოლეიშვილი; დიდუბე – არჩილ ბენიძე; მთაწმინდა – მალხაზ თოფურია.
პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომეიც 31 ოქტომბერს გაიმართება, მაჟორიტარობის დანარჩენი კანდიდატები იქნებიან: მცხეთა-მთიანეთი – სოსო შატბერაშვილი; გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო – სოსლან გარსევანიშვილი; ზუგდიდი – ოთარ ჭითანავა; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – სოსო პარწიკანაშვილი; გორი – კობა მაზანაშვილი; ოზურგეთი – შოთა გოგიბერიძე; ჭიათურა – გიორგი კასრაძე; აჭარა – ჯუმბერ ტაკიძე; აჭარა – ზორბეგ ბერიძე; აჭარა – დავით დავითაძე; აჭარა – გურამ თურმანიძე; ქობულეთი – გულნარა ბასილაძე; ქობულეთი – ამირან ტაკიძე; რუსთავი – პაატა ჯიბლაძე; ბათუმი – ზურაბ გაბაიძე; მარნეული – მახირ იუსუპოვი; მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ და წალენჯიხა – ვიქტორ ცაავა; ფოთი, ხობი და სენაკი – თეიმურაზ ფანჩულია; ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია – ერეკლე საღლიანი; ახალქალაქი და ნინოწმინდა – არტაშე საკოფიანი.