weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

00:46 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი კენჭს თბილისში, ნაძალადევის რაიონში იყრის.

საპარლამენტო არჩევნებში „მემარცხენე ალიანსი“ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მიიღებს მონაწილეობას. „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

თბილისის სხვა ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდნენ: გლდანი – მერაბ ჭიქაშვილი; ვაკე – ნანა დევდარიანი; სამგორი – გურამ ნიკოლეიშვილი; დიდუბე – არჩილ ბენიძე; მთაწმინდა – მალხაზ თოფურია.

პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომეიც 31 ოქტომბერს გაიმართება, მაჟორიტარობის დანარჩენი კანდიდატები იქნებიან: მცხეთა-მთიანეთი – სოსო შატბერაშვილი; გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო – სოსლან გარსევანიშვილი; ზუგდიდი – ოთარ ჭითანავა; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – სოსო პარწიკანაშვილი; გორი – კობა მაზანაშვილი; ოზურგეთი – შოთა გოგიბერიძე; ჭიათურა – გიორგი კასრაძე; აჭარა – ჯუმბერ ტაკიძე; აჭარა – ზორბეგ ბერიძე; აჭარა – დავით დავითაძე; აჭარა – გურამ თურმანიძე; ქობულეთი – გულნარა ბასილაძე; ქობულეთი – ამირან ტაკიძე; რუსთავი – პაატა ჯიბლაძე; ბათუმი – ზურაბ გაბაიძე; მარნეული – მახირ იუსუპოვი; მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ და წალენჯიხა – ვიქტორ ცაავა; ფოთი, ხობი და სენაკი – თეიმურაზ ფანჩულია; ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია – ერეკლე საღლიანი; ახალქალაქი და ნინოწმინდა – არტაშე საკოფიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]