weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში ჩატარებულმა ერთმა ქორწილმა 5 დამატებითი კლასტერი შექმნა – გახარია

13:25 ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან, 10 სექტემბრიდან ამოქმედებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები იკრძალება, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. გახარიას თქმით, ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შექმნა.

„დღეიდან 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, ღია ცის ქვეშ. დახურულ შენობებში, დღეის მდგომარეობით, ისედაც აკრძალულია. კიდევ ერთხელ ვამბობ - ღია ცის ქვეშ იკრძალება 200 ადამიანზე მეტი. რიტუალური ღონისძიებები - სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ

საგულისხმო მაგალითია, რომ ერთ-ერთმა ქორწილმა, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა: ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ.

ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი. ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ეს ღონისძიებები ვერანაირად შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას“.

გიორგი გახარიას განცხადებით, თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა, რომელიც დაგეგმილი იყო პირველ ოქტომბერს, პირველ ნოემბრამდე გადაიდება.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]