weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა

23:35 ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის ხუთეულში არიან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე. 

პარტიულ სიაში შემდეგი 15 ადგილი ასე გადანაწილდა: 

  1. კახა კუჭავა – პარლამენტის თავმდომარის მოადგილე; 
  2. გიორგი კახიანი – პარლამენტის თავმდომარის მოადგილე;
  3. მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
  4. მიხეილ სარჯველაძე – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
  5. მაია ბითაძე – თბილისის მერის მოადგილე;
  6. მიხეილ დაუშვილი – ბიზნეს ომბუდსმენი, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი;
  7. გიორგი ამილახვარი – სამართლის დოქტორი, თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორი; 
  8. ვიქტორ სანიკიძე – კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი; 
  9. მაკა ბოჭორიშვილი – ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 
  10. შალვა პაპუაშვილი – იურისტი, ასოცირებული პროფესორი; 
  11. დავით კაჭარავა – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი; 
  12. ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი;
  13. გიორგი ხელაშვილი – პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი; 
  14. მარიამ ლაშხი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 
  15. ბექა დავითულიანი – თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.

„ჩვენი გამოცდილი და განახლებული გუნდი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა უსათუოდ შეძლებს უსწრაფეს ტემპში პანდემიით გამოწვეული პრობლემების სრულად დაძლევას, ძალების სრულად აღდგენას და განაგრძობს შემდგომ განვითარებას, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მთავრობის მოქმედი მეთაური გიორგი გახარია დაასახელა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს, პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რის შედეგადაც 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა. 

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უკვე წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]