weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება

11:02 შაბათი, 12 სექტემბერი 2020

ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება, მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

საკრებულოების შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით და გაიარონ რეგისტრაცია. ცესკომ საინიციატივო ჯგუფებისთვის დაადგინა მათ მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.

ცესკომ როგორც საკრებულოების შუალედური, ისე მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები დაამტკიცა. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) უკვე დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]