weather cur horoscope tv
სექტემბერი 26, 2020

ამ მომენტისთვის არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება – არჩილ თალაკვაძე

10:56 ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020 hits 128

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.

თალაკვაძის თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდა მობილობის განახლებას უკავშირდება.

„არცერთ ქვეყანას, მათ შორის არც საქართველოს, არ აქვს იმის რესურსი, რომ მუდმივად ჩაკეტილი ჰქონდეს ეკონომიკა და გამოიყენოს საყოველთაო კარანტინი. ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს, არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება და საარჩევნო კამპანიაში არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს“, – განაცხადა თალაკვაძემ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.

კითხვაზე, რატომ არის დაშვებული საარჩევნო კამპანიის წარმოება, მაშინ, როდესაც ქორწილების, იუბილეების, ქელეხების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს წესები მკაცრად არის დაცული, რისი გაკეთებაც ქორწილში შეუძლებელია.

„განსხვავება არის ის, რომ ქორწილებში და მსგავს ღონისძიებებში ადამიანებს აქვთ ბევრი და უშუალო კონტაქტი ერთმანეთთან, ვინაიდან, ეს არის ნაცნობთა წრე. რაც შეეხება კამპანიას, იქ წესები მკაცრად არის დაცული: დისტანციით ხდება ადამიანების განთავსება, პირბადეები, დეზინფექტორები და მომხსენებლები იცავენ დისტანციას, რისი გაკეთებაც ქორწილში შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, ეს შეზღუდვები შემოვიღეთ, თუმცა შეზღუდვები, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს დაწესებული, არის მინიმალური და ვცდილობთ, მინიმალური შეზღუდვებით გავიაროთ ეს სრული პერიოდი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 152 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა 13 სექტემბერს, ხოლო 12 სექტემბრის დილის მდგომარეობით 158 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი. 

საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მეორეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]