weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

მოსახლეობის 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას – NDI

14:33 ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა (88%) საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემდით ხმას – მხოლოდ 36% პასუხობს, რომ გადაწყვეტილი აქვს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ (64%) არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა. კონკრეტული პოლიტიკური პარტია გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა დაასახელა. აღნიშნული 27%-დან 17%-მა თქვა, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 5%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა.

„ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა (56%) დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

„თუმცა გარკვეული საკითხები მაინც იწვევს მოსახლეობის წუხილს. მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15%) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის თანახმად, სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36%), ჯანდაცვის პოლიტიკას (12%), კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12%) და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტიკას (10%) მიიღებს მხედველობაში.

აღნიშნული კვლევა NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ, 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]