weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“ და 3 პარტია საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

15:13 სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ოთხი პოლიტიკური პარტია რესპუბლიკური პარტია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ჩვენ თვითონ“ და კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

საარჩევნო ბლოკის „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ შექმნის დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ძალა ერთობაშია“, რომელიც 2018 წელს შეიქმნა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარალანეტო არჩევნებზე.

„პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც ზიზღი და არც კომპლექსები. არც სიყვარული არაა პოლიტიკა. პოლიტიკა არის პრინციპები, ღირებულებები და საერთო ინტერესები იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს.

„რესპუბლიკელებმა“ გადავწვიტეთ, გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენ გავერთიანდით იმისთვის, რომ „რესპუბლიკელებმა“ შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რომ ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა; იმისთვის, რომ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის ჭაობი“, – აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

პარტიის „ჩვენ თვითონ“ ლიდერის, პაატა დავითაიას განცხადებით, საარჩევნო ბლოკის სახით საფუძველი ჩაეყარა სახელისუფლებო კოალიციას. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]