weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ევროპული საქართველო“ მცხეთა-მთიანეთში მხარს ბექა ნათელაშვილს დაუჭერს

18:49 სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020

პარტია „ევროპული საქართველო“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს დაუჭერს ბექა ნათელაშვილს, რომელიც „ლეიბორისტული პარტიიდან“ იყრის კენჭს.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პარტიამ იმის გამო მიიღო, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში, სადაც ისედაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ხმები არ გაიყოს და ამით „ქართულმა ოცნებამ“ არ „იხეიროს“.

„ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, ოპოზიციის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ევროპულმა საქართველომ“ არაერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთვის მთავარია სწორედ არჩევნების მოგება და არა ვიწროპარტიული ინტერესები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელიც ამომრჩეველს დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტში შეხვდა.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში კენჭს იყრიან: შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“), ცეზარ ჩოჩელი („გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“), ეკა ბესელია („სამართლიანობისთვის“), სოსო შატბერაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი („ლელო“).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]