weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და გლდანში ჩემს კანდიდატურას ვხსნი – სანდრო ბრეგაძე

11:59 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს აღარ იყრის. საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა. ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ. სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი. ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა ხელი არ შევუშალო ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ. მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი“, – წერს სანდრო ბრეგაძე.

გლდანის ოლქში „პატრიოტთა ალიანსიდან“ კენჭს მერაბ ჭიქაშვილი იყრის. სხვა პარტიების კანდიდატები კი არიან: ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია), გიგლა მიქაუტაძე („ლელო“), ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“), ლაშა გიორგაძე („ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“), გია ბენიძე („საქართველოს კონსერვატიული პარტია“).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]