weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

33% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ – IRI

11:33 ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% საპარლამენტო არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე - ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:  

33% – „ქართული ოცნება“

15 % – „ნაციონალური მოძრაობა“

4% – „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“

4% – „ახალი საქართველოსთვის-სტრატეგია აღმაშენებელი“

3% – „პატრიოტთა ალიანსი“

3% – „ლეიბორისტული პარტია“

2% – „სამოქალაქო მოძრაობა“

2% – „ლელო საქართველოსთვის“

2% – „გირჩი“

5% – არცერთი პარტია

გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ შეკითხვაზე პასუხი არ იცის/პასუხი არ აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი, გამოპასუხების მაჩვენებელი იყო 75 პროცენტი. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]