weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ-მ ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის მინიჭებაზე კანონპროექტი დაარეგისტრირა

15:00 ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020

რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ რა დამართეს ქალაქს, პარლამენტს, პარლამენტის ამ უნიკალურ შენობას, რომელიც ფაქტობრივად, ჩამონგრევის პირასაა და მიმდებარე ტერიტორია ბუჩქნარადაა გადაქცეული. რომ არ განმეორდეს ასეთი რამ რომელიმე პარტიის მხრიდან, შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, წარდგენილი კანონპროექტი გახდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქუთაისში მისი მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ეს არის მისი დაპირების შესრულების სამართლებრივი საფუძვლის მომზადება. გრიგოლ ვაშაძემ არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ და დღეს უკვე ვიწყებთ ამ პროცესს. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე ეს კანონპროექტი შევა ძალაში“, – აღნიშნა გოცირიძემ.

გრიგოლ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას კანონპროექტზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქუთაისს აღუდგება საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, რომელიც მას უკანონოდ წაართვეს.

„ამ კანონპროექტში არის კიდევ ის, რაც ქუთაისში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჰქოდათ დაკვეთად: ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგება, პოლიციის უფროსის მოქალაქეების მიერ არჩევა, სამინისტროების და უწყებების წარმომადგენლობების გახსნა ქუთაისში. ეს არის ყველაფერი ის, რასაც ეს ქალაქი იმსახურებს თავისი ისტორიით, კულტურით და გეოგრაფიული ადგილმდებარეობით“, – განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტი ქუთაისში 2012 წლიდან 2019 წლის იანვრამდე მუშაობდა. საკანონმდებლო ორგანოს შენობის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად გამოცხადდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]