მეზურნიშვილი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც პარლამენტარებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმინეს.
„სხვათა შორის, ამ ხომალდში ოპოზიციაც იმყოფება. ძალიან კი ცდილობენ, პილოტი შეცვალონ, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ საკითხს განაგებს ხომალდში მგზავრთა უმრავლესობა, რომელსაც თქვენ, მეგობრებო, ნამდვილად არ წარმოადგენთ. ამიტომ, შემიძლია რჩევა მოგცეთ, ღვედი შეიკარით, დატკბით მოგზაურობით, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ ეკიპაჟის მეთაურობით მინიმუმ 4 წელი გაგრძელდება. ასე რომ, ბედნიერ ფრენას გისურვებთ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
მზურნიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი აბსოლუტურად ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს „საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და აუცილებლად გააგრძელებენ ქვეყნის განვითარებას კიდევ უფრო მაღალი ტემპებით“.