weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს თავს დაესხნენ

09:32 შაბათი, 19 სექტემბერი 2020

თბილისში, გვიან ღამით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ. როგორც ცუცქირიძე ამბობს, მეუღლესთან და დასთან ერთად სახლისკენ მიდიოდა, როდესაც თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„არ შეგარჩენთ და პასუხს კანონის წინაშე აგებთ. შეშინება გინდოდათ? ხოდა, მხეცი გააღვიძეთ ჩემში!“, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

პარტიის ერთ-ერთი აქტივისტის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, სახლში წასვლამდე ლაშა ცუცქირიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის საბურთალოს შტაბში იმყოფებოდა.

„ლაშა სახლში მანქანით წავიდა, მეუღლესთან და დასთან ერთად. მანქანიდან გადმოსვლისთანავე ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. როგორც ლაშამ მითხრა, მათ კასტეტები ეკეთათ. ეს არის თავდასხმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე, შტაბის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ძალიან მნიშვნელოვან პირზე. ლაშას არ ჰყავს პირადი მტერი. მისი მტრები შეიძლება იყვნენ ხელისუფლების ზონდერები, რომლებსაც მსგავს დაკვეთებს აძლევენ“, – განაცხადა ზვიად კუპარავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]