weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მევახშეობა კანონით უნდა დაისაჯოს – ხაზარაძის ინიციატივა

09:54 სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020

თიბისი ბანკის დამფუძნებელი, პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, მევახშეობა კანონით დაისაჯოს. როგორც ხაზარაძე ამბობს, მისი პარტია „საკმაოდ სერიოზულად აპირებს“ საბანკო და საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაციას.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ხაზარაძემ თქვა, რომ მოქალაქეებს „ბანკი“ და „მევახშე“ ერთმანეთში ერევათ.

„ადამიანებს ერევათ. მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, ყველას ვეკითხები, რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ვიღაც კერძო პირის თემას.

თქვენი და სხვა ეთერებით გადის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაეთიკური სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად, მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რას ნიშნავს „მევახშე“.

ქართული განმარტებითი ლექსიკონით „მევახშე“ ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი.

მეორე ინიციატივა - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციას, შეეშვით უცენზურო და არაერთიკურ თავდასხმებს ყველაზე. თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ლექსიკონი დავხვეწოთ, ვილაპარაკოთ საქმეზე, ჩვენი აზრები ვაჭიდაოთ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ. ქვეყანა ვერ განვითარდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლებაში მისი პარტიის მოსვლის შემთხვევაში 14-მილიარდიანი სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება.

„ქვეყანა გადაქცეულია დიდი ფულის სამრეცხაო მანქანად და არანაირი მნიშვნელოვანი შემოსავალი ამას ბიუჯეტისთვის არ აქვს. ჩვენ ამ ბიზნესს გავათეთრებთ, დავბეგრავთ სამართლიანად და ამოღებულ ფულს აუცილებლად დავამატებთ იმ ბიუჯეტს, რომელიც განათლებაში წავა“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]