weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თვითმმართველი ქალაქები უნდა აღდგეს, ადგილობრივი პოლიციაც არჩევითი უნდა იყოს – ტალახაძე

10:31 ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2020

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ტალახაძის განცხადებით, „ლელო“ მომხრეა, რომ ქალაქებს თვითმმართველის სტატუსი დაუბრუნდეს და ადგილობრივი პოლიციაც კი ხალხის მიერ იყოს არჩეული.

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ არა მარტო ქალაქებს დაუბრუნდეს თვითმმართველობები, არამედ ყველა სოფელი, დაბა, მუნიციპალიტეტი გახდეს არჩევითი და არა მარტო ფორმალურად არჩევითი, არამედ ჰქონდეს ბიუჯეტი, რომლითაც მოხდება ყველა ამ საკითხის მოგვარება და სწორი რიგითობის დაცვა. ჩვენ პარტიის გეგმაში ისიც გვიწერია, რომ ადგილობრივი პოლიციებიც კი უნდა იყოს არჩევითი“, – განაცხადა ტალახაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ირაკლი ტალახაძის თქმით, „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებს არ პირდებიან ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას, რადგან პარლამენტის დეპუტატის საქმეა კანონმდებლობის მოწესრიგება, როდესაც საქმე თვითმმართველობას, ან სხვა მიმართულებას ეხება.

„ერთი წლის შემდეგ რომ იქნება ადგილობრივი არჩევნები, პარლამენტში ისეთი კანონმდებლობა უნდა შევქმნათ და შევცვალოთ, რომ ადგილზე მიეცეთ საშუალება: პირველი - აირჩიონ ის ხალხი, ვინც იცის თავიანთი პრობლემები და შემდეგ მიეცეთ საშუალება, განკარგონ ბიუჯეტში შეტანილი ფული, ის ადგილზევე, ადგილობრივი პრობლმების მოგვარებაზე უნდა დაიხარჯოს“, – განაცხადა „ლელოს“ კანდიდატმა.

2017 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი (ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი) გაუქმდა და თვითმმართველ თემთან გაერთიანდა. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთსა და ბათუმს დარჩა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით არ შესრულდა 2014 წელს ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირება იმის თაობაზე, რომ 2017 წლამდე კიდევ უფრო მეტი დეცენტრალიზება მოხდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]