weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარაში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შენარჩუნდება – განათლების მინისტრი

14:49 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020

პირველი ოქტომბრის შემდეგ მთელი აჭარის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, დისტანციურ ფორმატში შენარჩუნდება, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, პირველი ოქტომბრიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პატარებისთვის, რომ სასწავლო პროცესი იყოს საკლასო ოთახებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ

გორსა და ფოთში, სადაც დისტანციური ფორმატი იყო პირველ ოქტომბრამდე, პირველ ოქტომბერს უკვე ყველა მოსწვლეს აქვს საშუალება, დაბრუნდეს საკლასო ოთახში.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, აჭარის გარდა ყველგან, საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურ ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს. ეს იქნება ერთ- ერთზე შეხვედრები, იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობელთან“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევია, ბავშვმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის საშუალება ექნება.

„იმ სკოლებში, სადაც დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებში გადავდივართ - პირველი ოქტომბრიდან მეექვსე კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასში - თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევიათ, ბავშვებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. დეტალური ინფორმაცია ჩვენი სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, დისტანციური ფორმატი, ისევე როგორც აჭარაში, შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]