weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკა მელიას განცხადებით, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ქვები დაუშინეს

19:01 ორშაბათი, 28 სექტემბერი 2020

გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, გლდანულაში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, ქვები დაუშინეს. მელია მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

ნიკა მელიას თქმით, 27 სექტემბერს, საღამოს, ცხრასართულიან კორპუსთან ბდებარე სკვერში რამდენიმე ადამიანს ესაუბრებოდა, როდესაც სახურავიდან ან რომელიმე სართულიდან ქვები ესროლეს. როგორც მელია ამბობს, იმ დროს იქ ბავშვებიც იყვნენ.

„სადაც მე ვიდექი, უამრავი ხალხი იყო. გასაგებია, რომ მე მესროლეს დამიზნებით, მაგრამ რომელი სნაიპერი ის იყო - მაინცდამაინც ჩემს ხოტორა თავს მოხვდებოდა? ეს ქვა ვინმეს რომ მოხვედროდა, ფატალურად დამთავრდებოდა. სულს დავლევდით აქ.

გლდანში პირველ ტურშივე აგებს ხელისუფლება ოპოზიციასთან, კალაძე-კობიაშვილს ამ სისულელეების კეთების გარდა არაფერი დარჩენია.

ეს ძალიან მძიმე დანაშაულია - მეცხრე სართულიდან ტყვიას გაგარტყავენ თუ ქვას, ორივე გკლავს. იმას, ვინც ეს დავალება გასცა, ჰქონდა მოლოდინი, რომ არ დაისჯება და ეს მოლოდინი აქვს „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრ ანგაჟირებულ აქტივისტს“, - განაცხადა მელიამ.

ინციდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და დროული რეაგირება.

„გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს. ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკო-ს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან“, – განაცხადა ჟვანიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]