weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მარნეულში მათ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

22:19 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020
ფოტოზე - მთავარი არხის ადგილობრივი ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ფოტოზე - მთავარი არხის ადგილობრივი ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი

„მთავარი არხის“ ცნობით, მარნეულში მათ გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ. ტელეკომპანია იუწყება, რომ არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ადგილიდან ჩვენი ჟურნალისტი გვატყობინებს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ წევრების ჩასაწერად მივიდა. ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, ის მძიმე მდგომარეობაშია და ადგილზე სასწრაფოს მისვლას ელოდება.  სასწრაფო დახმარების განცხადებით, ადგილზე მხოლოდ 2 ჯგუფი ჰყავთ და ამ დროისთვის თავისუფალი არცერთი არაა, რომ დაზარალებული ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანონ. დაზიანებულია „მთავარი არხის“ კამერა და მიკროფონი“, - აცხადებს „მთავარი არხი“.

დაპირისპირება მარნეულში „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მოხდა. მთავარი არხის ცნობით, „ოცნების“ მხარდამჭერები საოლქო კომისიაში ენმ-ს წევრს, ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს თავს დაესხნენ.

ლაშა ქველაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამტვრეულია მისი მანქანა.

მარნეულში ვითარება რამდენიმე საათის წინაც დაძაბული იყო. „ენმ“-სა და „ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]