weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა

22:39 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადადგა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წულუკიანი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მეოთხე ნომერია.

თანამდებობის დატოვებამდე წულუკიანმა რვაწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ის ერთადერთი მინისტრია, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის პერიოდში არ შეცვლილა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს. არამხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანას მოაშორა უბედურება. თუ ადამიანი არ არის სინდისთან მწყრალად და მადლიერების განცდა მას უფალმა ჯერ არ წაართვა, ასეთი ადამიანები თავისით იტყვიან მადლობას, რადგან ამის დანახვა შეუძლებელია. მე მინდა ვთქვა სხვანაირი მადლობა.

დღეს მან თქვა, არ მოვალო იმიტომ, რომ მადლობის მოსმენა არ მიყვარსო. ეს მართლაც ასეა. მაგრამ მე მაინც მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომ ის მხარს მიჭერდა რჩევით, ხანდახან მწვავე კრიტიკითაც და ხელს მიწყობდა არ დავცემულიყავი.

გვაძლევდა და მე მაძლევდა შესაძლებლობა მეკეთებინა ეს საქმე 8 წლის განმავლობაში, რასაც ქვეყნის განვითარების აგურის დადება ჰქვია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]