weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველამ უნდა იგრძნოს, რომ არავის აქვს იმუნიტეტი ძალადობის ჩადენისას – ლომჯარია 

02:54 ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მარნეულში მოხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აუცილებელია, შინაგან საქმთა სამინისტრომ დროული და ეფექტური გამოძიება ჩაატაროს.

წინა წლების არჩევნების დროს ჩვენ ვაკვირდებოდით როგორ მიმდინარეობდა გამოძიება და ხშირ შემთხვევაში ნამდვილად არ იყო ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები მიეცნენ პასუხისგებაში, ძირითადად გამოძიებები წყდებოდა ან დღემდე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ეფექტური გამოძიება. 

როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს ხდება სამართალდარღვევა, ფიზიკური ანგარიშსწორება, იქ მნიშვნელოვანია, მყისიერად დადგეს შედეგი და არა წლების შემდგომ“, – განაცხადა ლომჯარიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

სახალხო დამცველის თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადება, სადაც მარნეულში მომხდარ ძალადობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ დადანაშაულებული, შესაძლოა, მმართველი პარტიის მხრიდან გამოძიებაზე ზეწოლად იქნეს აღქმული. 

არასწორი იყო, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, რომ უკვე მოხდეს შეფასება და მმართველმა პარტიამ თითი გაიშვიროს კონკრეტული პირების თუ პოლიტიკური ძალის მიმართ, იმიტომ, რომ გამოძიება არის ჩასატარებლი. 

რა თქმა უნდა, როდესაც მმართველი პარტია წინასწარ აცხადებს, რომ ეს ყველაფერი იყო ჩადენილი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც გარკვეულწილად ზეწოლა გამოძიების მსვლელობაზე. 

სამწუხაროდ, ჩვენი საგამოძიებო უწყებები არ არიან თავსუფალი პოლიტიკური ზეგავლენებისგან და წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, მიეცეთ თავისუფლად და ობიექტურად საქმიანობის შესაძლებლობა. ასეთი განცხადებები შესაძლოა ჩავთვალოთ მათ დამოუკიდებელ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობად.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დროულად, არჩევნების პერიოდშივე მოხდეს ეფექტური გამოძიება და ყველამ უნდა იგრძნოს, რომ არავის აქვს იმუნიტეტი წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური ანგარიშსწორების თუ სხვა სამართალდარღვევის ჩადენის თვალსაზრისით.

როდესაც ხდება ფიზიკური ანგარიშსწორება და ამ ფაქტს არ მოსდევს ობიექტური და ეფექტური გამოძიება, იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც აშკარად ჩანან ვიდეოკადრებზეც, ეს უკვე ხდება ხელისუფლების პასუხისმგებლობა

და ამ შემხვევაში ვფიქრობ, რომ აუცილებლად, მოხვდება საამკვირვებლო ორგანიზაციების, საერთაშორისო საზოგადოების მხედველობის არეში და შესაბამისად, აისახება ანგარიშებში და წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებებში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქმე ეხება დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას: ეს, ალბათ, უპრეცედენტოც არის, იმიტომ, რომ წარსულში იშვიათი იყო შემთხვევები ასეთი უხეში ძალის გამოყენების დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ“.

29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თავს დაესხნენ ლაშა ქველაძეს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მათ შორის მის მამას - გივი ქველაძეს. ლაშა ქველაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია მისი ავტომობილი. ქველაძეები და მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის“ კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და არხის კიდევ სამ თანამშრომელს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯეიჰუნ მუჰამედალის თავი აქვს გატეხილი, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ის „ქართული ოცნების“ წევრების ჩასაწერად მივიდა. 

ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრვი მაუწყებლის ოპერატორსაც და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა. მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]