weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ვლადიმერ პუტინი ბიჭვინთაში რაულ ხაჯიმბას ხვდება

17:48 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017

ბიჭვინთაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. „სპუტნიკის“ ცნობით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაზღვევის სფეროში თანამშრომლობაა.

მხარეებს შორის შეთანხმება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსული პასპორტის მქონე პირებს საშუალებას მისცემს ჯანმრთელობა რუსეთში დაიზღვიონ და შესაბამისად, სამედიცინო მომსახურებაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მიიღონ.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ხაჯიმბა და პუტინი რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განიხილავენ.

რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა. პუტინი დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე ჩავიდა. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]