weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინი - აფხაზეთთან საერთო ისტორია და სულიერი ნათესაობა გვაერთიანებს

23:31 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017
ვლადიმერ პუტინი დ რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინი დ რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს საერთო ისტორია და სულიერი ნათესაობა აერთიანებთ.

ვლადიმერ პუტინმა გაიხსენა, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 9 წლის წინ აღიარა, რის შემდეგაც "დიდი სამუშაო ჩატარდა და რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის გაძლიერების მხრივ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული".

"რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, საიმედოდ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და გაუწევს სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისი შეფასებით აფხაზეთი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც მიმართულია რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრვი სტატუსის განმტკიცებისკენ.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და აფხაზეთი ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გარდა, კავშირებს თავდაცვის სფეროშიც გააძლიერებენ. მისი თქმით, შეიქმნება აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი, რაც კრიმინალთან ბრძოლას გააძლიერებს და აფხაზეთში რუსი ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

"ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ჩვენი ხალხისთვის დიდი სიხარულია აფხაზეთის მიწაზე რუსეთის პრეზიდენტის მიღება. ჩვენს შეხვედრებს რეგულარული ხასიათი აქვს, რაც ჩვენს პრივილეგირებულ სტატუსზე მეტყველებს", - განაცხადა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, პუტინთან პირველ რიგში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება განიხილა. მან რუსეთის მთავრობას მიმართა, გადადგას ნაბიჯები რუსეთში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მაქსიმალური გამარტივებისთვის.

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე ჩავიდა. პრეზიდენტის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია დე ფაქტო რესპუბლიკაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა დაგმო და რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]