weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიული სიის ოცეული წარადგინა

17:30 შაბათი, 03 ოქტომბერი 2020

საარჩევნო ბლოკმა „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველი ნომერია გიორგი ვაშაძე, ხოლო მეორე – თაკო ჩარკვიანი.

დღეს დასახელებული სიის შემადგენლობა ასეთია:

  1. გიორგი ვაშაძე
  2. თაკო ჩარკვიანი
  3. პაატა მანჯგალაძე – იურისტი, კონსტიტუციონალისტი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი
  4. თეონა აქუბარდია – საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. გიორგი ვაშაძის თქმით, ის უხელმძღვანელებს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების რეფორმას
  5. ბესო ბარქაია – ფინანსისტი და ეკონომისტი
  6. სერგო ჩიხლაძე – ჯანდაცვის სპეციალისტი. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის უხელმძღვანელებს ჯანდაცვის გუნდს
  7. დავით ცეკვავა – გიორგი ვაშაძის თქმით, მას არერთი რეფორმა აქვს გაკეთებული საჯარო ფინანსების მართვაში, სახელმწიფო ხაზინის და საგადასახდო სფეროში. ვაშაძის განაცხადებით, ბოლო 8 წელი ცეკვავა სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა
  8. თეონა ჭალიძე – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი
  9. ლევან ჭიჭინაძე – ეკონომისტი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი
  10. გია თევდორაძე – „სტრატეგია აღმაშენებლის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქუთაისის ყოფილი მერი
  11. გიორგი ცობეხია – იურისტი. გიორგი ვაშაძის თქმით, ის იქნება დევნილების ხმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდში.
  12. ნანა ტოხვაძე – „სტრატეგია აღმაშენებლის“ თანადამფუძნებელი, ფილოლოგი. ვაშაძის თქმით, ის ხელმძღვანელობს განათლების მიმართულებას.
  13. თამთა შამათავა – „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მასობრივი კომუნიკაციების მაგისტრი (თსუ); ვაშაძის თქმით, ის ხელმძღვანელობს ტურიზმის მიმართულებას.
  14. დავით თოფურია – გეოლოგი. აბაშის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე (2010-2014 წლებში).
  15. მანანა ჯებაშვილი – ექიმი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. VI მოწვევის (2004-2008 წლები) პარლამენტის წევრი.
  16. ანა კობახიძე – იურისტი. ვაშაძის თქმით, ის ხელმძღვანელობს საარჩევნო საკითხებს და მუშაობს სასამართლო რეფორმაზე.
  17. ლაშა დიაროვი – იურისტი, სისხლის სამართლის მიმართულების მაგისტრი, სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი.
  18. თამილა ჯაფარიძე – ფილოლოგი და პუბლიცისტი.
  19. გიორგი ხაბურძანია – იურისტი. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის იქნება ერთ-ერთი მთავარი ანტიკორუფციონერი მათ გუნდში.
  20. ედნარ მგელაძე – მათემატიკოსი, ინფორმაციის აღრიცხვისა და ანალიზის სპეციალისტი, სამოქალაქო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი გუნდი 7 ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელთაგან პირველი სამუშაო ადგილების შექმნაა.

„ჩვენ ვაპირებთ 300 ათასი სამუშაო ადგილი შევქმნათ ინდუსტრიული პარკების, IT ქალაქების, აგრარული სექტორის განვითარების და ტურიზმის მიმართულებით. ვაპირებთ, რომ პენსიონერებს ჩამოვაწეროთ უსამართლოდ მაღალი - 36%-იანი სესხი. ვაპირებთ, გავანახევროთ სესხის პროცენტი კერძო სექტორისთვის;

მომავალი წლიდან ვაპირებთ 30%-ით შევამციროთ ფასები მედიკამენტებზე და დავნერგავთ ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის ეროპულ სტანდარტს; ვაპირებთ ყველა ბიზნესისთვის, რომელსაც მილიონამდე ბრუნვა აქვს, გავაუქმოთ დამატებითი ღირებულების გადასახადი;

რაც მთავარია, ვაპირებთ ამერიკული სტანდარტის/მოდელის შინაგან საქმეთა სისტემის ორგანიზებასა და ჩამოყალიბებას, რომ პოლიცია ზრუნავდეს ხალხის უსაფრთხოებაზე და აღარ იღებდეს პოლიტიკურ დავალებებს; ვაპირებთ უზრუნველვყოთ სამართლიანი მართლმსაჯულება - ვაპირებთ ჩამოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლეები, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში პირდაპირი არჩევნები ჩავატაროთ; ჩვენი მთავარი დაპირება - „სტრატეგია აღმაშენებლის“ არჩევის შემთხვევაში, საქართველოში დამთავრდება შუღლი და გაუტანლობა, ერთადერთი რაც იქნება – საქმის კეთება, საქმის კეთებ და კიდევ ერთხელ საქმის კეთება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]