weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

COVID-19-ის მკურნალობაში ჩართული ექიმები ხელფასზე 50%-იან დანამატს მიიღებენ – ტიკარაძე

14:22 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მკურნალობაში ჩართული ექიმები 50%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს.

„დეტალურად მოხდა გათვლა იმ სახელფასო ფონდის, იმ ექიმების, რომლებიც კოვიდის მკურნალობაში არიან ჩართულები. მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად და გუნდებად. ჩვენ გავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ-ექიმთა, უმცროს ექიმთა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება და ასევე, რა თქმა უნდა, ინფექციონისტების, რომლებიც არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში და ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარვენ.

უკვე დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა ჩართულ ექიმს ექნება დამატებით 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს არის თითოეული ექიმის საბაზრო ღირებულება საათობრივ ანაზღაურებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენ ექიმს შეეხება მთავრობის ეს გადაწყვეტილება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის ადრეული დიაგნოსტიკის და ინფექციის კონტროლის საკითხებში ჯამში 2500-მდე ექიმი მომზადდა (ოჯახის ექიმების 90% და სოფლის ექიმების 75%), ხოლო საკარანტინე ზონებში მეთვალყურეობის უზრუნველსაყოფად გადამზადდა 405 სამედიცინო პერსონალი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]