გახარიას თქმით, ვაქცინაზე გლობალურად საკმაოდ სერიოზული დეფიციტი შეიქმნა და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„მთავრობას, შესაბამისი უწყებების საშუალებით, შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს უკვე შესყიდული. მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდეგი კვირიდან. დამატებითი მოცულობების შესყიდვაც უკვე განვახორციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო კერძო სექტორსაც მიეხმარება, რომელიც თავადაც ვიდულობს ვაქცინებს.
„ჩვენ მათაც დავეხმარებით და საქართველოში, გრიპის ვირუსის აცრის ნაწილში, დეფიციტი არ იქნება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.