weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება – გახარია

18:12 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს წელს შარშანდელზე მეტი რაოდენობის გრიპის ვაქცინა აქვს შეკვეთილი, რომლის მოწოდება ეტაპობრივად, შემდეგი კვირიდან დაიწყება.

გახარიას თქმით, ვაქცინაზე გლობალურად საკმაოდ სერიოზული დეფიციტი შეიქმნა და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„მთავრობას, შესაბამისი უწყებების საშუალებით, შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს უკვე შესყიდული. მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდეგი კვირიდან. დამატებითი მოცულობების შესყიდვაც უკვე განვახორციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ. დარწმუნებული  ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან“,  – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო კერძო სექტორსაც მიეხმარება, რომელიც თავადაც ვიდულობს ვაქცინებს.

„ჩვენ მათაც დავეხმარებით და საქართველოში, გრიპის ვირუსის აცრის ნაწილში, დეფიციტი არ იქნება“,  – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]