weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მომავალ 4 წელში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მინიმუმ 20 მილიარდი დაიხარჯება – გახარია

19:25 შაბათი, 10 ოქტომბერი 2020

მომავალი 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს და ამ თანხის დიდი ნაწილი იქნება მიმართული მესტიისა და სვანეთისკენ და საერთოდ, მთის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, საარჩევნო შეხვედრაზე, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარადგინა.

გიორგი გახარია ამომრჩევლებს დაპირდა, რომ დაბა მესტიის ლაღამის უბანსა და უშგულის თემში სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. მან სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და თქვა:

„მიუხედავად იმისა, რომ მესტიის წყალმომარაგება ასე თუ ისე წესრიგში იყო მოყვანილი, სტიქიაც დაემატა, წყალი აღარ გვყოფნის, უახლოეს პერიოდში, 2021 წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგების საკითხიც დაიწყება და დასრულდება, ლენტეხის დამაკავშირებელი გზაც აუცილებლად დაიწყება და დასრულდება, ისევე როგორც ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა, რომელსაც აშკარად რეაბილიტირება სჭირდება 2021 წლიდან ამ გზის რეაბილიტაცია დაიწყება და ამისთვის დაახლოებით 20 მლნ ლარი დაიხარჯება“.

გახარიას თქმით, მთა ქვეყნის სიძლიერის „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი“ უნდა გახდეს.

„მთაში მიგრაციული პროცესები ნელ-ნელა შეჩერდა და ადამიანები უკვე მთაში ბრუნდებიან. ჩვენი მიზანია, ყველგან - მთაშიც, ბარშიც, თბილისში, მესტიაში, ბათუმში, რუსთავში, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობები. ახლა ცოტა დაგვაკლდა ტურისტი, მაგრამ ზამთარში ყველამ ვნახეთ, რომ იმდენი ქართველი ამოვიდა მესტიაში, რომ ეს შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი იყოს, რადგან ქართველებმა ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და თავიდან აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო. ბევრი ქართველი, სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, მესტიაში საერთოდ ნამყოფი არ იყო. ამიტომ, ჯერ ჩვენს მოქალაქეებს გავაცნოთ ერთმანეთი და მერე წავიდეთ ევროპისკენ და გავაცნოთ ჩვენი უნიკალური ბუნება და კულტურა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]