weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2022

პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ – ტიკარაძე

13:46 ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020

„კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, სოციალური დისტანცირება, რადგან უკვე დედაქალაქში გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების საგრძნობლად მომატებული რიცხვი“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს გარკვეული დაკვირვევები იმისთვის, რომ მთავრობამ გადაწყვიტოს, რა ზომებს მიიღებს ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, შეზღუდვების დაწესებისთვის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ უფრო მეტად ვცდილობთ, რომ მიზნობრივი ტესტირების ჯგუფები გამოვავლინოთ და დღეის მდგომარეობით,

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში როგორც გამოვლენის პერიოდში, ასევე მანამ, სანამ დადგინედება დიაგნოზი, ყოველ 72 საათში მოხდეს ტესტირება (აქამდე იყო ორ კვირაში ერთხელ), რაც დაგვეხმარება როგორც მედპერსონალის დაცვაში, ისე ინფექციის გავრცელების პრევენციაში.

პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც რჩება, ეს არის პირბადეების გამოყენება და ამ მიმართულებით ჩვენ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ დღეს ეს არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების ნომერ პირველ გადაწყვეტას, რადგან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 178 თბილისზე მოდის. დღეს კარანტინში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 1393, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 12 272 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 6538 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად, ამ დროისთვის, 92 ადამიანია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]