„ჩვენ გვყავს ერთადერთი ძლიერი და ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის. ის არის არა მარტო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ ის არის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჩვენი ქვეყნის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაძლევს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში. ამის შემდეგ, გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
დღეს პარტია „ლელომ“ მამუკა ხაზარაძე ოფიციალურად წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. რაც შეეხება სხვა საარჩევნო სუბიექტებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია მიხეილ სააკაშვილი, ლეიბორისტული პარტიის – შალვა ნათელაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ – გიორგი ვაშაძე, „მოქალაქეების“ – ლევან იოსელიანი, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ – ნინო ბურჯანაძე.